პროლოგი (ანუ წინასიტყვა და არა პროგრამირების ენა :)

By George Khubua at April 20, 2010 04:36
Filed Under: Blog

დაახლოებთ ორი თვის წინ დამიკავშირდა ჩემი კარგი მეგობარი და ყოფილი კოლეგა გიორგი ალხაზიშვილი, და მეუბნება "სემინარი ტარდება დეველოპერებისათვი, მონაწილეობა ხომ არ გინდაო?", "აბა სემინარი?" - ვეკითხები, "აგერ MCP-Club-Tbilisi ატარებსო, მოიფიქრე საინტერესო თემა და გამოდიო" - მპასუხობს გიორგი. წინადადებამ რასაკვირველია ძალიან დამაინტერესა...


გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, გიორგის შუამავლობით მე დავუკავშირდი MCP-Club-Tbilisi საზოგადოებას, და ორგანიზატორებმა დამპატიჟეს თავის პირველ სემინარზე დეველოპერთათვის, სადაც მე გავუზიარე ჩემი გამოცდილება პრეოქტების მართვაში Scrum-ის დახმარებით შეკრებილ სტუმრებს. მინდა ვაღიარო რომ ვიყავი სასიამოვნოდ გაოცებული IT პროფესიონალთა რაოდენობით რომლებიც დაესწრნენ სემინარს და გამოთქვეს ინტერესი სემინარზე წარმოდგენილი თემებისადმი.


სემინარის ბოლოს მისმა ორგანიზატორებმა, არმან ობოსიანმა და დავით რამიშვილმა, შემომთავაზეს საკუთარი ბლოგი შემექმნა community.ge-ში. "მშვენიერი იდეაა", - ვიფიქრე, და შედეგად არმანის და დავითის უშუალო დახმარებით და თანამონაწილეობით შეიქმნა ეს ბლოგი, სადაც მინდა ქართულ IT პროფესიონალთა აუდიტორიას გავუზიარო ჩემი გამოცდილება software development-ში (აქცენტით .NET პლტფორმაზე) და program management-ში (აქვენტით Scrum-ზე)


იმედია ეს იქნება სახალისო და საინტერესო, so let the show blog begin! Smile

Comments

3/15/2010 4:52:05 AM #

Arman Obosyan


First post! Congrats! Smile

Arman Obosyan Georgia |

4/22/2010 9:48:41 PM #

David Ramishvili

kargi camockebaa, gilocav!

aba shen ici, gisurveb carmatebul bloggings. Smile
darcmunebuli var es blogi saintereso/sasargeblo ikneba mkitxveltatvis ;)

David Ramishvili Georgia |

Comments are closed

ავტორის შესახებ

გიორგი ხუბუა - .NET პლატფორმაზე დეველოპმენტის 5-წელიწადზე მეტი გამოცდილება

ჯერ ვლაგდებით :)

მასალა სკრამის შესახებ იწერება და სულ მალე იქნება

დარჩით ჩვენთან ერთად, არ გადართოთ Smile

მეგობარი ბლოგები

http://www.gode.ge/ - ძალზედ შინაარსიანი ბლოგი